Saturday, December 15, 2018

მე-9 დღე

   ტრენინგის ბოლო დღეა,აი ,პროექტიც მზად არის. სრულდება ჩვენი მეცადინეობა. დადგა დრო თვალი გადავავლოთ განვლილ დღეებს , შევაჯამოთ  ნასწავლი და გაგებული,ტრენინგი იყო საინტერესო და არა მარტო საინტერესო, პედაგოგებისათვის
ნამდვილად  გამოსადეგი.ჩვენ ვიცით რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება დღეს 21-ე საუკუნის მოქალაქის აღზრდას ,ვფიქრობ,სწორედ ,პროექტებით სწავლება იქნება ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობა  ამისთვის .მთელი ცხრა დღის განმავლობაში ჩვენ ნამდვილად მოვემზადეთ შემდგომი გამოწვწვებისათვის ,რა თქმა უნდა ,მაკას აუნაზღაურებელი შრომის ფასად.
მადლობა მაკა,ღმერთმა ეგ დიდი ენერგია და გამძლეობა არ მოგაკლოთ.

ჩემი პორტფოლიო

მე-8 დღე

ტრენინგის დასასრულის წინა დღეა ,არ არის ინტერნეტი,ვზივართ გაყინულ  ოთახში და   ველოდებით, მაგრამ არ ვცდებით, მაქსიმალურად ვცდილობთ გავარკვიოთ ყველა ბუნდოვანი საკითხი,ვაკეთებთ იმას რაც შეიძლება გაკეთდეს ინტერნეტის გარეშე.აი ინტერნეტიც მოვიდა. ვიწყებთ კიდევ უფრო აქტიურ მუშაობას. ვავსებთ გეგმის შაბლონს,  ვასწორებთ,ვაძლევთ საბოლოო სახეს.  ვწერთ  ,ვწერთ  და  გადის დრო , ჩვენი პროექტიც  ნელ-ნელა ისხამს ფრთებს.
მადლობა მაკას  ამ სიამოვნბისთვის!  

Tuesday, December 11, 2018

მე-7 დღე

მიუხედავად სიცივისა ,დიდი მონდომებით შევუდექით საქმეს.ყოველ მეცადინეობაზე ჩვენთვის სამაგალითოა მაკას დიდი მოთმინება და გამძლეობა. გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო შაბლონი , პრევენციის მიზნით გავაანალიზეთ ერთ-ერთი სასწაბლო პროექტის გეგმა მთლიანად, დავსვით შეკითხვები ბუნდოვან საკითხებთან დაკავშირებით და მივიღეთ ამომწურავი პასუხები.მადლობა მაკას!

Saturday, December 8, 2018

მე-6 დღე

დღევანდელი დღე იყო ძალიან ნაყოფიერი,ვისწავლეთ სასწავლო პროექტის ,,დამხმარედან" პრეზენტაციის შეფასების რუბრიკების გადატანა ბლოგში და დრაივის ფაილში ,ასევე სხვა ათასი წვრილმანი.მადლობა მაკას!

Friday, December 7, 2018

მოსწავლის პრეზენტაცია


პროექტის პრეზენტაცია


მე-5 დღე

ვიმუშავეთ შეფასების ფორმებზე,წინარეცოდნის შევსებაზე,სსსმ მოსწავლეების ,არაქართულენოვანი მოსწავლეებიის და ნიჭიერი ბავშვების საჭიროებებზე.მიუხედავად შიმშილისა, მეცადინეობა იყო ნაყოფიერი.

Sunday, December 2, 2018

მე-4 დღეის რეფლექსია

გავეცანით დრაივში მასალების ატვირთვას,ვისწავლეთ პროექტის გეგმაში ზოგადი, შინაარსობრივი და თემატური კითხვების დასმა ასევე გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს და მათ გამოყენებას სასწავლო პროექტის გეგმაში.

Friday, November 30, 2018

მე-3 დღის რეფლექსია

ვისწავლეთ დრაივზე პორთფოლიოს შექმნა, ბლოგის გაზიარება, ბლოგის დიზაინის არჩევა.საკუთარი ბლოგის ნახვა,დაკავშირება ბლოგერთან.

1-2 დღის რეფლექსია

გავეცანით ინტელის პროგრამას,გავიგეთ როგორ ვასწავლოთ პროექტებით,შევქმენით საქაღალდეები ,ვისწავლეთ საქაღალდის გაზიარება.გავეცანით პროექტებით სწავლების სახელმძღანელოს, ასევე 21-ე საუკუნისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს,რომლებიც უნდა განუვითარდეთ ბავშვებს პროექტზე მუშაობის დროს ,ბუკლეტის შაბლონებს,განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას,რომელიც განაპირობებს პროექტზე მუშაობის წარმატებებს.

მე-9 დღე

   ტრენინგის ბოლო დღეა,აი ,პროექტიც მზად არის. სრულდება ჩვენი მეცადინეობა. დადგა დრო თვალი გადავავლოთ განვლილ დღეებს , შევაჯამოთ  ნასწავლი ...